ჰასან როუჰანი - აშშ-ს ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა სურს
ჰასან როუჰანი - აშშ-ს ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა სურს

აშშ-ს ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა სურს, – ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონი იყენებს ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ბერკეტებს, რათა კითხვის ქვეშ დააყენოს ირანის ხელისუფლების ლეგიტიმურობა.

ჰასან როუჰანიმ აღნიშნული განცხადება თეირანის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა.

„სისტემის ლეგიტიმურობის დაკნინება არის მათი საბოლოო მიზანი. მათვე სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ რეჟიმის შეცვლა სურთ. როგორ ხდება ეს? მთავრობის ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებით. სხვაგვარად რეჟიმს ვერ შეცვლი“, – განაცხდა როუჰანიმ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები ხელახლა აამოქმედა. სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ნოემბერში შევა.