ჰასან როუჰანი - აშშ ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს
ჰასან როუჰანი - აშშ ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმას ვერ გაბედავს,- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰასან როუჰანის თქმით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა ირანის სამხედრო სიძლიერის შესახებ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ასეთ სერიოზულ კონფლიქტში ჩარევას არ ისურვებს.

„რატომ არ გვესხმის ამერიკის შეერთებული შტატები? მან იცის ჩვენი ძალის შესახებ და ძალიან კარგად ხვდება, რომ კონფლიქტი სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“,- განაცხადა ისლამური რესპუბლიკის ლიდერმა.

ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას ჰასან როუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანმა გარეშე ძალის წინააღმდეგ სამხედრო ძალა უნდა ჩამოაყალიბოს. ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკურმა ლიდერმა მიზეზად ქვეყნის ტერიტორიისა და მისი რესურსების დაცვა დაასახელა.
„აუცილებლად უნდა მოვემზადოთ იმ სამხედრო ძალების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიების და რესურსების მისაკუთრება სურთ“,- განაცხადა ჰასან როუჰანიმ.