ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციებისა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ირანს უმძიმესი წელი აქვს
ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ აშშ-ის სანქციებისა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ირანს უმძიმესი წელი აქვს

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანას აშშ-ის სანქციებისა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო უმძიმესი წელი აქვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როუჰანი აცხადებს, რომ პანდემიის კრიზისმა კიდევ უფრო მეტად გაამწვავა სანქციების შედეგად გაუარესებული ეკონომიკური ვითარება. ირანული ვალუტა აშშ-ის დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა და 42 რიალს შეადგენს.

„ძალიან რთული წელია ჩვენი მტრის ეკონომიკური ზეწოლისა და პანდემიის გამო. ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც 2018 წელს დაიწყო და გაიზარდა. დღე ეს ურთულესი ზეწოლა ჩვენ ქვეყანას აწვება“, – აცხადებს როუჰანი.

ირანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 144 პაციენტი.

დატოვე კომენტარი