ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ სკანდალი გრძელდება
ჰარვი ვაინშტაინის ირგვლივ სკანდალი გრძელდება

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერის ირგვლივ სკანდალი გრძელდება და სექსუალური შევიწროვების ბრალდებებს ახალი ემატება. usa today-ის ინფორმაციით, ჰარვი ვაინშტაინის საქმეში ახალი ბრალდება ამჯერად სექს ვაჭრობის კუთხით გაჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, ნიუ-იორკის სასამართლოში ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი ბრიტანელმა მსახიობმა კადიან ნობლმა გუშინ შეიტანა. მსახიობის თქმით, ვაინშტაინმა აიძულა 2014 წელს საზღვარგარეთ გაჰყოლოდა, სადაც მასზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა. ნობლი ამბობს, რომ ამის შესახებ მისმა ძმამ, ბობ ვაინშტეინმაც იცოდა, რომელიც ამ ფაქტს მალავდა. სანაცვლოდ კი ერთ-ერთ ფილმში მთავარ როლს სთავაზობდნენ.

მსახიობი კომპენსაციასაც ითხოვს, თუმცა თანხას საჯაროდ არ აკონკრეტებს. ბრალდებულის მხარე კი, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ურთიერთობა ორივე მხარის თანხმობის გარეშე არასოდეს მომხდარა.

სექსუალურ ძალადობაში ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ თაიმსის საშუალებით ამხილა. მისი წერილის მიხედვით, ვაინშტაინმა, 90-იან წლებში, ის სასტუმროს ნომერში კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა.

ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროების ბრალდებით უამრავი ქალი ადანაშაულებს, მათ შორის მისი ყოფილი ასისტენტები და ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.

სკანდალიდან რამდენიმე დღეში განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა მისმა ცოლმაც.

დაუმტკიცდება თუ არა ბრალდება ჰოლივუდელ პროდიუსერს ამას გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტს.