ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია
ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ნაკრების მცველი ჰარი მაგუაიერი ოფიციალურად გაიფორმა. ლესტერის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ახალ გუნდში ექვს სეზონს გაატარებს.

მანჩესტერელებმა მოთამაშეში 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადეს.

„კმაყოფილი ვარ, ამ უდიდეს კლუბში რომ მომიწევს თამაში“, – განაცხადა მაგუაიერმა.

26 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კვირას, პრემიერლიგის მატჩში, „ჩელსის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლისთვის მზად იქნება.