ჰარი კეინმა დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს არ დატოვებს „ტოტენჰემს“ #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ არ დატოვებს კლუბს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
„დაუჯერებელი იყო იმის ხილვა, როგორი დახვედრა მომიწყვეს „ტოტენჰემის“ ფანებმა კვირას. ასევე ამაღელვებელი იყო მხარდაჭერის ის შეტყობინებები, რომელსაც ისინი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიგზავნიდნენ.
ამ ზაფხულს მე დავრჩები „ტოტენჰემში“ და 100 პოცენტით კონცენტრირებული ვიქნები იმაზე, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ კეინმა.
ამ ზაფხულს ინგლისის ნაკრების ფორვარდის გადაბირების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა „მანჩესტერ სიტის“ და თავად ფეხბურთელიც ითხოვდა „ტოტენჰემიდან“ გაშვებას.