ჰარი კეინი - 2024 წელს ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვგეგმავ #1TVSPORT
ჰარი კეინი - 2024 წელს ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგებას ვგეგმავ #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ჰარი კეინმა 2024 წელს საკუთარი გეგმების შესახებ გამოცემა The Times-თან ისაუბრა.

კეინის განცხადებით, ის მომავალ წელს ყველა დიდი ტურნირის მოგებას აპირებს, სადაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე ითამაშებს.

„ბუნდესლიგა და ჩემპიონთა ლიგა – „ბაიერნთან“, ხოლო ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებთან ერთად, 2024 წელს ამ ტურნირების მოგებას ვაპირებ. გუნდები, რომელთა რიგებშიც ვთამაშობ, უმაღლეს დონეზე არიან.

გასულ ევროპის ჩემპიონატზე ტიტულთან ძალიან ახლოს ვიყავით. იქ ნაჩვენებმა შედეგმა გაზარდა ჩვენი სურვილი დავბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ ჩემპიონობა. ვფიქრობ, ეროვნულ გუნდთან ერთად დიდი სანაკრებო ტურნირის მოგება განსაკუთრებული გრძნობა იქნება“, – განაცხადა ჰარი კეინმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ინგლისელი თავდამსხმელი მიუნხენის „ბაიერნს“ წელს „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა. მან გერმანულ გუნდთან ერთად ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.