ჰანთერ ბაიდენი აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის თავისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო
ჰანთერ ბაიდენი აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის თავისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო

ჰანთერ ბაიდენი აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის თავისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო. სარჩელი ორი ოფიცრის მიმართ არის შედგენილი, რომლებმაც კონგრესს ჩვენება მისცეს ჰანთერ ბაიდენის ბიზნესგარიგებების შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით.

სარჩელში ბაიდენის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამით მათი კლიენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა დაირღვა.

ჰანთერ ბაიდენი კომპენსაციის სახით 1000 დოლარის ოდენობით თანხას, ასევე იურიდიული ხარჯების ანაზღაურებასა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს.