ჰანს კლუგე - საქართველოს მთავრობამ შეასრულა ყველა ვალდებულება, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, ეს რთული პროცესია
ჰანს კლუგე - საქართველოს მთავრობამ შეასრულა ყველა ვალდებულება, მაგრამ „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, ეს რთული პროცესია

ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ქვეყანაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. პრესაში იყო რაღაც განსხვავებული გზავნილები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ, ქვეყანამ ნამდვილად უპასუხეს ყველა ვალდებულებას. „კოვაქსმა“ ახლა დაიწყო ვაქცინების მიწოდება, მაგრამ ეს რთული პროცესია. პირველი მიწოდება მსოფლიოს მაშტაბით უკვე დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში ეს ყველა რეგიონში მოხდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შორის ამ საკითხზე გასულ კვირას სატელეფონო კონფერენცია შედგა.

„დღესაც გვაქვს კომუნიკაცია იუნისეფ-თან (UNICEF) და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ჟენევაში, რათა დავადგინოთ მიწოდების თარიღი, რადგან შესყიდვა უკვე გაფორმებულია. ამიტომ ხალხისადმი გზავნილი არის, დაიცვან წესები და სჯეროდეთ, რომ ჩვენ ყველანი ნამდვილად ვმუშაობთ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად იყოს ქვეყანაში“, – დასძინა ჰანს კლუგემ.