ჰანს-დიტერ ფლიკი - „ლიონმა“ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა
ჰანს-დიტერ ფლიკი - „ლიონმა“ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა შეაფასა თავისი გუნდის თამაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლიონის“ წინააღმდეგ. მიუნხენურმა კლუბმა 3:0 მოიგო და ფინალში ითამაშებს.

„ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. „ლიონმა“ შესანიშნავი გამარჯვებები მოიპოვა „იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. ეს არის ტაქტიკურად გამართული გუნდი, რომელმაც შეხვედრის დასაწყისში პრობლემები შეგვიქმნა.

ვიცით, რომ უკეთ გვმართებს თავის დაცვა, არ შეიძლება მარტივად ბურთის დაკარგვა, თუმცა, ასეთი რამ ხდებოდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ შესანიშნავი გუნდია. მას სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. უნდა გავაანალიზოთ გარკვეული ასპექტები. შევეცდებით დაცვის კარგად ორგანიზებას, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა – მეტოქეზე ზეწოლაა“, – განაცხადა ფლიკმა.