ჰანოვერის აეროპორტში ქურთ დემონსტრანტებსა და თურქებს შორის შეტაკება მოხდა [ვიდეო]

გერმანიაში, ჰანოვერის აეროპორტში ქურთ დემონსტრანტებსა და თურქებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც აეროპორტში ქურთმა აქტივისტებმა ქურთისტანის დროშები გამოფინეს, „ერდოღანი ფაშისტია“ სკანდირებდნენ მომიტინგეები. ამ ფორმით ისინი თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას აპროტესტებდნენ.

პოლიციის ცნობით, შეტაკებაში 20 ადამიანი მონაწილეობდა. დაშავდა ორი აქტივისტი.

პოლიციამ არეულობა დროულად აღკვეთა.

თურქეთმა სირიაში, კერძოდ აფრინში გამაგრებული სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ შაბათს წამოიწყო. მისი მიზანი აფრინში 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის მოწყობაა.

დატოვე კომენტარი