ჰანოის სამიტზე აშშ და ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ

09:52, 25.02.2019

ჰანოის სამიტზე აშშ და ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, სააგენტო „იონჰაფ“-ი წერს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმება კორეის ომის (1950-1953) ფორმალურ დასრულებას ნიშნავს. ომის შემდეგ სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა გაფორმებული.

24 თებერვალს, ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტ“-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 27-28 თებერვლის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოვიდეს.

ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სამიტი გაიმართება.

მსგავსი