ჰამბურგში შეირაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა რვა ადამიანი

09:18, 10.03.2023

ჰამბურგში, იეღოვას მოწმეების შეკრების ადგილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა რვა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვლილებს შორის იყოს თავდამსხმელიც.

ამ დროისთვის შეიარაღებული თავდასხმის მოტივი უცნობია.

მსგავსი