ჰამბურგის ზოგიერთ ქუჩაზე ძველი, დიზელზე მომუშავე მანქანების გადაადგილება აიკრძალა
ჰამბურგის ზოგიერთ ქუჩაზე ძველი, დიზელზე მომუშავე მანქანების გადაადგილება აიკრძალა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ხელისუფლებამ ზოგიერთ ქუჩაზე, დიზელზე მომუშავე ძველი მანქანების გადაადგილება აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ჰამბურგის ორ ქუჩაზე 31 მაისიდან აიკრძალება დიზელზე მომუშავე მანქანების გადაადგილება, რომლებიც ევრო-6-ის სტანდარტს არ აკმაყოფილებენ.

ჰამბურგი გერმნიის პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ამგვარი ზომები აამოქმედა. კერძოდ, დიზელზე მომუშავე ძველი, მსუბუქი და სატვირთო მანქანებისთვის დაიკეტა 5080 მეტრის სიგრძის ერთ-ერთი ქუჩა. კიდევ ერთ ქუჩაზე, რომლის სიგრძე 1,6 კილომეტრია, მხოლოდ სატვირთო მანქანების გადაადგილება აიკრძალა.

აღნიშნულ ქუჩებზე უკვე დაიდგა შესაბამისი საგზაო ნიშნები.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აკრძალვა არ ვრცელდება მოცემულ რაიონში მცხოვრებ პირებზე და მათ სტუმრებზე, ასევე ტექნიკურ და სამაშველო სამსახურების მანქანებზე და ტაქსიზე.

შეგახსენებთ, გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ თებერვალში ქალაქების ხელისუფლებებს უფლება მისცა, აკრძალონ გარკვეული მანქანების გადაადგილება ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცირების მიზნით.