ჰამბურგის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალურ შეხვედრას ალექსანდრ ზვერევთან გამართავს
ჰამბურგის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალურ შეხვედრას ალექსანდრ ზვერევთან გამართავს

ჰამბურგის ტურნირზე მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/2 ფინალურ შეხვედრას მეორე ნომრად განთესილი ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ გამართავს. მსოფლიოს ნომერ მეხუთე ჩოგბურთელმა 1/4 ფინალში სერბი ფილიპ კრაინოვიჩი 6:2, 5:7, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილი და ზვერევი დღემდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე შეხვედრა ზვერევის გამარჯვებით დასრულდა. 2015 წელს გერმანელმა მარსელში ბასილაშვილი 1/4 ფინალში 7:6, 6:3 დაამარცხა, ხოლო გასულ წელს შანხაის მასტერსზე 1/16-ფინალში 7:5, 6:4 მოუგო.