ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა
ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა

ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, საშიშროება მოხსნილია. მათივე ცნობით, უსაფრთხოდაა შეიარაღებული მამაკაცის მცირეწლოვანი შვილიც.

თურქი წარმოშობის მამაკაცი აეროპორტის ტერიტორიაზე 4 ნოემბერს, 20:00 საათისთვის ავტომობილით შეიჭრა და ოთხი წლის გოგონასთან ერთად თურქეთის ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავის ქვეშ გაჩერდა. მასთან მოლაპარაკებებს ადგილობრივი პოლიცია აწარმოებდა. მომხდარის გამო ჰამბურგის აეროპორტში გუშინ და დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა. ჰამბურგის აეროპორტში განაცხადეს, რომ კვირას დაგეგმილი იყო 286 ფრენა, დაახლოებით, 34 500 მგზავრით.