ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში მამაკაცი მგზავრებს დაესხა თავს, დაშავებულია ოთხი ადამიანი
ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში მამაკაცი მგზავრებს დაესხა თავს, დაშავებულია ოთხი ადამიანი

ჰამბურგიდან ვენაში მიმავალ მატარებელში მამაკაცი მგზავრებს დაესხა თავს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.

ინციდენტის დროს მატარებელში სულ 500-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ის თავადაც დაშავებულია. სარკინიგზო მიმოსვლა კი დროებით შეჩერდა.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.