„ჰამბურგი“ იჯარით დამატებულ ექვს მოთამაშეს შეელია - სიაში გოჩოლეიშვილიც არის #1TVSPORT
„ჰამბურგი“ იჯარით დამატებულ ექვს მოთამაშეს შეელია - სიაში გოჩოლეიშვილიც არის #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელ „ჰამბურგთან“ საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა ექვს მოთამაშეს, რომლებიც თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან, მათ შორისაა გიორგი გოჩოლეიშვილი – სიახლეს გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

სიაშია ორი წამყვანი ფეხბურთელი – ფაბიო ვიეირა და ლუკა ვუშკოვიჩი; ასევე გიორგი გოჩოლეიშვილი, ალბერტ გრონბეკი, ფილიპ ოტელე და დამიონ დაუნსი. ექვსივე მოთამაშე მათი ტრანსფერების მფლობელ გუნდებს 1 ივლისამდე შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების მცველი 2022 წლის ნოემბერში „იბერიიდან“ დონეცკის „შახტარში“ 5-წლიანი კონტრაქტით გადავიდა. 2024–2025 წლები იჯარით დანიურ „კოპენჰაგენში“ გაატარა, შარშან ზაფხულში კი „ჰამბურგში“ აღმოჩნდა, სადაც 27 მატჩში ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარში“ დაბრუნდება მანამ, სანამ ახალ გუნდს მონახავს.