„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის დროებითი ზავი 23 ნოემბერს, დილის 10:00 საათიდან შევა ძალაში. ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა.

აბუ მარზუკი ამბობს, რომ მძევლების უმეტესობას, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ, აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.

ამასთან, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ყველა მძევალი ისრაელის მოქალაქე ან ისრაელში მცხოვრები იქნება. მხარეთა შეთანხმებით, პირველ ეტაპზე, ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, „ჰამასმა“ 50 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.