„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმის შედეგად დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ღაზაზე თავდასხმის შედეგად დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა

„ჰამასის“ განცხადებით, ისრაელმა ღაზაზე თავდასხმის შედეგად დაჯგუფების მაღალი რანგის მეთაური მოკლა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მათი განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთ მდებარე ქალაქ ხან იუნისზე მიტანილი ავიაიერიშის დროს „ჰამასის“ მაღალი რანგის ლიდერი სალაჰ ალ-ბარდაველია მოკლული. როგორც „ბიბისი“ წერს, ადგილობრივების თქმით, ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა როგორც ბარდაველი, ასევე მისი მეუღლე.

ისრაელში აღნიშნულის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 49,500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.