„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, ღაზაში სამი მძევლის ნეშტი რჩება
„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა, ღაზაში სამი მძევლის ნეშტი რჩება

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი დაღუპული მძევლის ცხედარი გადასცა.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაჯგუფებამ ისრაელს მენი გოდარის ცხედარი „წითელი ჯვრის“ შუამავლობით გადასცა.

როგორც „როიტერი“ წერს, 73 წლის გოდარი ღაზასთან ახლოს, კიბუცში ცხოვრობდა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლეს, მისი ცხედარი კი ღაზაში გადაასვენეს.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ღაზაში კიდევ სამი მძევლის ნეშტი რჩება.