„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა
Red Cross transports the body of a deceased hostage, who had been held in Gaza since the deadly October 7, 2023, attack, after it was handed over by Hamas militants as part of a ceasefire and a hostages-prisoners swap deal between Hamas and Israel, in Gaza City, October 27, 2025. REUTERS/Dawoud Abu Alkas
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის სამხედროებს ღაზიდან კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ცხედრის ვინაობის დადასტურების შემთხვევაში „ჰამასს“ ისრაელისთვის კიდევ 12 მძევლის ნეშტი დარჩება გადასაცემი.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცხედრების მოძიება გართულებულია საბრძოლო მოქმედებების შედეგად დარჩენილი ნანგრევების გამო. მძევლების ცხედრების გადაცემა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ნაწილი გახდა.
კვირას ისრაელმა მძევლების ცხედრების ძიების ხელშეწყობის ფარგლებში ეგვიპტის ჯგუფებს ღაზაში შესვლის უფლება მისცა.