„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა

„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება შეაჩერა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აფერხებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.