„ჰამასის“ წარმომადგენელი - თუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას გამოსცემს, „ჰამასი“ დაიცავს მას
„ჰამასის“ წარმომადგენელი - თუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას გამოსცემს, „ჰამასი“ დაიცავს მას

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო თუ გამოსცემს გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „ჰამასი“ დაიცავს მას, – ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, ჰამდანის თქმით, „ჰამასი“ გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს ღაზაში, თუ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა პალესტინელ პატიმარს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ისრაელი აცხადებს, რომ იქამდე არ გაჩერდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება და ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.