„ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი - არცერთი პალესტინელი არ ეთანხმება განიარაღებას, მსოფლიომ უნდა აკონტროლოს ისრაელის ქცევა შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით
„ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი - არცერთი პალესტინელი არ ეთანხმება განიარაღებას, მსოფლიომ უნდა აკონტროლოს ისრაელის ქცევა შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით

„ჰამასის“ ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი ოსამა ჰამდანი აცხადებს, რომ „არცერთი პალესტინელი არ ეთანხმება განიარაღებას”. ამის შესახებ ჰამდანმა ეგვიპტეში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიომ უნდა გააკონტროლოს ის, თუ როგორ შეასრულებს ისრაელი სამშვიდობო შეთანხმებას.

„მსოფლიომ უნდა აკონტროლოს ისრაელის ქცევა შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჰამდანმა კატარის ტელევიზიას.

როგორც მედია წერს, ჰამდანის ეს განცხადება ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, რომელიც „ჰამასის“ განიარაღებას ითვალისწინებს.