„ჰამასის“ წარმომადგენელი - „ჰამასი“ ვერ ხედავს გადაულახავ განსხვავებებს პალესტინის სხვა ფრაქციებთან ერთად პალესტინის ერთიანი მთავრობის შესაქმნელად
„ჰამასის“ წარმომადგენელი - „ჰამასი“ ვერ ხედავს გადაულახავ განსხვავებებს პალესტინის სხვა ფრაქციებთან ერთად პალესტინის ერთიანი მთავრობის შესაქმნელად

„ჰამასი“ ვერ ხედავს გადაულახავ განსხვავებებს პალესტინის სხვა ფრაქციებთან ერთად პალესტინის ერთიანი მთავრობის შესაქმნელად, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილემ, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა.

29 თებერვლიდან პირველ მარტამდე მოსკოვში გაიმართა ორდღიანი კონსულტაციები პალესტინის ყველა ფრაქციის მონაწილეობით. შედეგად, მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.

„საუბარი, რა თქმა უნდა, იყო ერთიანობის, კონსენსუსის მთავრობის ფორმირებაზე, მაგრამ პალესტინის მხარეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავებებია. ამიტომ გადაწყდა, რომ ეს საკითხი ოდნავ გადაიდოს, რომ მოხდეს აზრების ფორმირება და შეთანხმება ფორმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება უახლოეს მომავალში. რა თქმა უნდა, უთანხმოებები დაძლევადია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სირთულის დაძლევას შევძლებთ. მთავარი პრობლემა არის შეერთებული შტატებისა და ისრაელის საგარეო ჩარევა პალესტინის საქმეებში და ყველა მიუღწეველი მიზანი ჩვენს მოლაპარაკებებში სწორედ ამ ჩარევის გამოა“, – განაცხადა მუსა აბუ მარზუკმა.

„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, მოსკოვში პალესტინის ფრაქციები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს.