„ჰამასის“ წარმომადგენელი - გაერო-ს რეზოლუცია ადასტურებს, რომ საერთაშორისო ნება ემხრობა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებას
„ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა, ბასემ ნაიმმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუცია „ადასტურებს, რომ საერთაშორისო ნება ემხრობა პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებას“. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ნაიმის თქმით, მხარე, რომელიც ამ ნებას ხელს უშლის, ამერიკის შეერთებული შტატებია უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენების გამო.
„ვეტო ამერიკას აქცევს პირდაპირ პარტნიორად პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საქმეში, რაც გამოიწვევს სიონისტური ერთეულის (ისრაელის) იზოლაციას და ასევე მოახდენს შეერთებული შტატების იზოლირებას საერთაშორისო დონეზე“, – დასძინა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.