„ჰამასის“ სპიკერი - „ჰამასი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა
„ჰამასი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა, – ამის შესახებ „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
„ჰამასი არ აწარმოებს მოლაპარაკებას პატიმრების გაცვლის საკითხზე, სანამ ის ცეცხლის ქვეშაა“, – განაცხადა უბაიდამ.
ამასთან ერთად, „ჰამასის“ სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზად უნდა იყოს, „გადაიხადოს საფასური“, თუ მას სურს ტყვეების დაბრუნება.