„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე - ბრძოლები ჯერ არ დაწყებულა
„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე - ბრძოლები ჯერ არ დაწყებულა

„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე სალეჰ ალ-არური აცხადებს, რომ ბრძოლები ჯერ არ დაწყებულა.

„ჰეზბოლას“ კუთვნილ ტელეკომპანია „ალ-მანართან“ ინტერვიუში ალ-არურიმ თქვა, რომ „ჰამასის“ ლიდერები მუდმივ კომუნიკაციაში არიან „ჰეზბოლასთან“ და ასევე დაადასტურა, რომ ის შეხვდა „ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალას 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის დღეს.

„ჩვენი ბრძოლა ასევე „ჰეზბოლას“ ბრძოლაა. მტერი თუ შემოვა სახმელეთო გზით, ეს იქნება ისრაელის უპრეცედენტო დამარცხება“, – განაცხადა სალეჰ ალ-არურიმ.

„ჰამასის“ მძევლებზე საუბრისას ალ-არურიმ აღნიშნა, რომ უცხოელები „სტუმრები“ არიან, ისრაელის მოქალაქეები კი ისრაელში დაკავებულ „ჰამასის“ წევრებში გაიცვლებიან. „ჰამასის“ ტყვეობაში ამჟამად 220 ადამიანი იმყოფება.