„ჰამასის“ მიერ სამი მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ, ისრაელმა 45 პალესტინელის ნეშტი დააბრუნა 

12:06, 04.11.2025
A Palestinian Hamas militant keeps guard as Red Cross personnel head towards an area within the so-called "yellow line" to which Israeli troops withdrew under the ceasefire, as Hamas says it continues to search for the bodies of deceased hostages seized during the October 7, 2023, attack on Israel, in Gaza City November 2, 2025. REUTERS/Dawoud Abu Alkas     TPX IMAGES OF THE DAY

წითელი ჯვრის ცნობით, „ჰამასის“ მიერ სამი მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ ისრაელმა 45 პალესტინელის ნეშტი დააბრუნა.

ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, „ჰამასმა“ მათ სამი ისრაელელი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

ცხედრების მიღებას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. სამინისტროს თქმით, ბოლო პერიოდში დაბრუნებული ცხედრებიდან მხოლოდ 78-ია იდენტიფიცირებული.

მედიის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის სამუშაოებს ღაზაში დნმ-ის ტესტირების ნაკლებობა ართულებს.

ცნობისთვის, ისრაელ -„ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ყოველი გარდაცვლილი ისრაელელი მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ ისრაელი 15 პალესტინელის ნეშტს აბრუნებს.

მსგავსი