„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

11:34, 21.07.2024

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

დემონსტრანტებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდეს, შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-ში გამგზავრებამდე, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა თელ ავივში, იერუსალიმში, ჰაიფასა და კესარიაში.

არსებული ცნობებით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში 100-ზე მეტი მძევალი რჩება. ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლა 24 ივლისს არის დაგეგმილი.

მსგავსი