ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ღაზაში მცხოვრებლებზე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, 150 კი დაშავდა
ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელმა თავდასხმა განახორციელა ღაზაში მცხოვრებლებზე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ, დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, 150 კი დაშავდა

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.

მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზაში მცხოვრებლებზე მაშინ განხორციელდა, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდნენ.

სამინისტროს სპიკერის განცხადებით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში განაგრძობენ მკურნალობას.