„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ დღე-ღამეში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას 241 ადამიანია მოკლული
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ დღე-ღამეში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას 241 ადამიანია მოკლული

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ დღე-ღამეში ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას 241 ადამიანია მოკლული. მათივე ცნობით, დაშავდა კიდევ 382 მოქალაქე.

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა, მაჰუმდ აბასმა, ღაზის სექტორში შექმნილ მდგომარეობას „მძიმე დანაშაული“ და „კატასტროფაზე მეტი“ უწოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ავიაიერიში მიიტანეს დაჯგუფება „ჰამასის“ 100-ზე მეტ სამიზნეზე. ძლიერი აფეთქებების ხმა ანკლავში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

დასავლეთ სანაპიროზე მომუშავე პალესტინელი ექიმები აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკ ნუ შამსზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმას 6 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა,

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ღაზის სექტორში 20 915 პალესტინელია მოკლული.