„ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები დღეს ისრაელის პარლამენტთან ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციას გეგმავენ

16:22, 07.11.2023

7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და გატაცებულთა ოჯახის წევრები დღეს ისრაელის პარლამენტთან ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, ერთ-ერთი სოციალური ქსელით შეიქმნა ოჯახის წევრთა ჯგუფი, სადაც წერია: „ნეთანიაჰუ არ დასწრებია არცერთ დაკრძალვას, არ დაურეკავს არცერთი მძევლის ოჯახში, სწორედ ამიტომ ახლა ჩვენ მივალთ მასთან“.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა. ამ თავდასხმას 1 400 ისრაელელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.

მსგავსი