„ჰამასის“ მიერ დატყვევებულთა ოჯახების წევრები აცხადებენ, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების ერთადერთი დაბრკოლება არის ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი მძევლების გათავისუფლების ერთადერთი დაბრკოლება არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, – ამის შესახებ აღნიშნულია მძევლების და დაკარგული ადამიანების ოჯახების ფორუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჰამასის“ მძევლების ოჯახები უარყოფენ ნეთანიაჰუს მტკიცებას, რომ მძევლების გათავისუფლების მთავარი დაბრკოლება კატარში მყოფი „ჰამასის“ ხელმძღვანელობაა.
„კატარში ჩატარებულმა მიზანმიმართულმა ოპერაციამ ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცა, რომ 48 მძევლის დაბრუნებისა და ომის დასრულების ერთი დაბრკოლება არსებობს: პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ. ყოველ ჯერზე, როდესაც შეთანხმება ახლოვდება, ნეთანიაჰუ მის საბოტაჟს ახდენს. დროა, ბოლო მოეღოს საბაბებს, რომლებიც დროის მოსაგებად არის მოგონილი და რომლებითაც მას ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლია. ამ შეფერხებამ უკვე 42 მძევლის სიცოცხლე შეიწირა და საფრთხეს უქმნის სხვა მძევლების სიცოცხლეს, რომლებიც თითქმის ორწლიანი ტყვეობის შემდეგ ძლივს გადარჩნენ, ასევე, გარდაცვლილთა აღმოჩენას“, – ნათქვამია განცხადებაში.