„ჰამასის“ ლიდერი - ისრაელს თუ ესკალაცია სურს, ამისთვის მზად ვართ და თუ შეჩერება სურს, ამისთვისაც მზად ვართ
„ჰამასის“ ლიდერი - ისრაელს თუ ესკალაცია სურს, ამისთვის მზად ვართ და თუ შეჩერება სურს, ამისთვისაც მზად ვართ

მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა ესკალაციისთვის, თუ ისრაელს ესკალაცია სურს.

​„ისრაელს თუ ესკალაცია სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და თუ შეჩერება სურს, ამისთვისაც მზად ვართ“, – აცხადებს ისმაილ ჰანიე.

მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივსა  და ისრაელის ცენტრალურ ქალაქებზე სარაკეტო იერიში რამდენიმე საათის წინ განახორციელა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია ერთი ადამიანი, რვა კი დაშავებულია. დაშავებულთა შორის ერთი ხუთი წლის ბავშვია.