„ჰამასის“ ინფორმაციით, მათი ლიდერი ისმაილ ჰანიე ეგვიპტელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების გასამართად კაიროში ჩავიდა
ISTANBUL, TURKEY - MARCH 31: Chairman of the Hamas Political Bureau Ismail Haniyeh speaks to Anadolu Agency in an exclusive interview in Istanbul,Turkey on March 31, 2021. (Photo by Onur Coban/Anadolu Agency via Getty Images)
„ჰამასის“ ინფორმაციით, მათი ლიდერი ისმაილ ჰანიე კაიროში ჩავიდა, რათა ეგვიპტელ მაღალჩინოსნებთან ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტთან დაკავშირებით შეხვედრები გამართოს. ინფორმაციას „სიენენი“ „ჰამასზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელის მიერ „ჰამასისთვის“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ერთკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების შემდეგ, ისმაილ ჰანიე კაიროში ჩავიდა.
„ჰამასის“ ლიდერი კატარში ცხოვრობს. ის არჩევნების გზით ლიდერად 2017 წელს აირჩიეს, ხოლო ხელმეორედ 2021 წელს.