„ჰამასის“ ცნობით, ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს, ინფორმაცია ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია
„ჰამასის“ ცნობით, ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს, ინფორმაცია ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია

„ჰამასის“ განცხადებით, აშშ-ის ორი მოქალაქე – დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს.

როგორც „ჰამასის“ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი მძევლები „ჰუმანიტარული მიზეზების გამო“ გაათავისუფლეს.

„ეს ნაბიჯი მოჰყვა კატარის მცდელობებს, რათა დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები მცდარი და უსაფუძვლოა“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა.

ამასთან, „ჰამასი“ არ აკონკრეტებს გათავისუფლებული მძევლების ვინაობას.

როგორც ისრაელის მედია წერს, მძევლების გათავისუფლება ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.