„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივება სურს
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივება სურს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ სურს, გაახანგრძლივოს ოთხდღიანი ზავი ისრაელთან, რომელიც, უკვე მესამე დღეა, ძალაში შევიდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰამასს“ სურს, „გააგრძელოს ზავი ოთხდღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, სერიოზული ძალისხმევით გაზარდოს პატიმრობიდან გათავისუფლებულთა რიცხვი, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით“.

როგორც მედია წერს, კატარმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეთანხმების შუამავლობაში, თქვა, რომ ის ასევე იმედოვნებს ზავის გახანგრძლივებას, რომელიც მოიცავს ზავის დამატებით ერთი დღით გახანგრძლივებას ყოველი ათი მძევლის სანაცვლოდ.

„რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ იმპულსი, რომელიც მოჰყვა მძევლების გათავისუფლებას ამ ოთხდღიანი შეთანხმებისას, საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ზავი ამ ოთხი დღის შემდგომ და, შესაბამისად, უფრო სერიოზულ დისკუსიებში შევიდეთ დანარჩენი მძევლების შესახებ“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ.