„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელისთვის მძევლის ცხედრის დღეს გადაცემა ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო გადაიდო
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელისთვის მძევლის ცხედრის დღეს გადაცემა ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო გადაიდო

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელისთვის მძევლის ცხედრის გადაცემა, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი,  ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო გადაიდო.

„ჰამასს“ დაღუპული მძევლის ცხედარი დღეს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე უნდა გადაეცა ისრაელისთვის.

„ეს ნაბიჯი ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდაა გადადგმული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორში“. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ აჭიანურებს 14 გარდაცვლილის ცხედრის გადაცემას.