„ჰამასი“ აცხადებს, რომ ირანის ოპერაცია „დამსახურებული პასუხია ისრაელის მიერ ირანის საკონსულოზე თავდასხმასა და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე ლიდერის მკვლელობაზე“
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ირანის ოპერაცია „დამსახურებული პასუხია ისრაელის მიერ ირანის საკონსულოზე თავდასხმასა და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე ლიდერის მკვლელობაზე“

„ჰამასი“ მიესალმება ისრაელზე ირანის თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს დამსახურებული პასუხია.

ინფორმაციას Times Of Israel-ი ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ირანის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მათი ბუნებრივი უფლება და დამსახურებული პასუხია ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმასა და „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რამდენიმე ლიდერის მკვლელობაზე“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.