„ჰამასი“ აცხადებს, რომ გასულ ღამეს ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა
„ჰამასი“ აცხადებს, რომ გასულ ღამეს ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა

„ჰამასის“ განცხადებით, ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 55 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადამ დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორზე გაძლიერდება, რადგან მისი ჯარები ემზადებიან მოსალოდნელი სახმელეთო შეტევისთვის.

ჰაგარმა გუშინდელ განცხადებაში ასევე მოუწოდა ღაზაში მცხოვრებ ხალხს, რომ სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდნენ.