„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგული რჩება, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასის“ განცხადებაში აღნიშნულია: „უარს ვამბობთ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებზე, რომლებიც ეხება ჩვენი ხალხის გადაადგილებას ღაზის სექტორიდან“.

დაჯგუფება ტრამპის კომენტარებს „რასისტულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ღაზის სექტორიდან პალესტინელების „გაძევების“ გეგმა ვერ განხორციელდება.

„„ჰამასი“ რჩება ერთგული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ვიდრე მეორე მხარე მას იცავს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ისრაელი არის მხარე, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ნებისმიერ გართულებაზე თუ დაყოვნებაზე“, ​​​​​​​​​​​​​​​​- აღნიშნულია განცხადებაში.