ჰალკი ჩინეთის დატოვებას აპირებს
ჰალკი ჩინეთის დატოვებას აპირებს

ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკი ჩინური „შანხაის“ დატოვებას კონტრაქტის ამოწურვისთანავე, ანუ მიმდინარე წლის დეკემბერში აპირებს. ამ ინფორმაციას „გლობო ესპორტე“ ავრცელებს.

„დეკემბერში ჩემი კონტრაქტი იწურება. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და მე ვთქვი, რომ შეთანხმების გაგრძელება არ მსურს. საკმაოდ ბევრი წინადადება მოდის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, ბრაზილიიდან და ჩინეთის სხვა გუნდებიდანაც. თუმცა, ამ ქვეყანაში თამაში აღარ მინდა. ფულზე ორიენტირებული არა ვარ და იმაზე ვფიქრობ, სად ვიქნები უფრო ბედნიერი. ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ დეკემბერში თავისუფალი აგენტი ვიქნები“, – ამბობს ჰალკი.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ჰალკი (ჟივანილდო ვიეირა დე სოუზა) „პორტუსა“ და „ზენიტში“ თამაშობდა. გარდა ამისა, 33 წლის ბრაზილიელს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 11 გოლი გაიტანა.