ჰალანდმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა, ლოპეტეგი „სევილიადან“ გაუშვეს – ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური G ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ერლინგ ჰალანდმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა. ამ სერიისას მას 16 გოლი დაუგროვდა.
* ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 22 მატჩში 28 გოლი აქვს. მან გაუსწრო ლუის სუარესს და დაეწია რაიან გიგზს. ნორვეგიელს საშუალოდ მატჩში 1.27 გოლი გააქვს. 98 გუნდს ამ ტურნირზე უარესი მაჩვენებელი აქვს.
* ჰალანდმა „სიტიში“ ჩატარებულ 12 მატჩში 18 გოლი გაიტანა.
* ჰალანდს ამ სეზონში თითო გოლი გასატანად ბურთთან საშუალოდ 13 შეხება სჭირდება. შედარებისთვის, ლევანდოვსკის 33 შეხება აქვს, მბაპეს – 54.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 20:4.
* „სიტის“ ამ სეზონში წაგება არ აქვს – ცხრა მოგება და ორი ფრე.
* „სევილიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულენ ლოპეტეგი დაითხოვა.
მანჩესტერ სიტი-კოპენჰაგენი 5:0
გოლები: 1:0 ჰალანდი (7), 2:0 ჰალანდი (32), 3:0 ხოჭოლავა (39-საკ. კარში), 4:0 მაჰრეზი (55-პენ), 5:0 ალვარესი (76)
სევილია-დორტმუნდი 1:4
გოლები: 0:1 რაფაელ გერეირო (6), 0:2 ბელინგემი (41), 0:3 ადეიემი (43), 1:3 ენ-ნესირი (51), 1:4 ბრანდტი (75)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. მანჩესტერ სიტი | 3 | 3 | 0 | 0 | 11-1 | 9 |
| 2. დორტმუნდი | 3 | 2 | 0 | 1 | 8-3 | 6 |
| 3. სევილია | 3 | 0 | 1 | 2 | 1-8 | 1 |
| 4. კოპენჰაგენი | 3 | 0 | 1 | 2 | 0-8 | 1 |