ჰალანდმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა, ლოპეტეგი „სევილიადან“ გაუშვეს - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური G ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ჰალანდმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა, ლოპეტეგი „სევილიადან“ გაუშვეს - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური G ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ერლინგ ჰალანდმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა. ამ სერიისას მას 16 გოლი დაუგროვდა.

* ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 22 მატჩში 28 გოლი აქვს. მან გაუსწრო ლუის სუარესს და დაეწია რაიან გიგზს. ნორვეგიელს საშუალოდ მატჩში 1.27 გოლი გააქვს. 98 გუნდს ამ ტურნირზე უარესი მაჩვენებელი აქვს.

* ჰალანდმა „სიტიში“ ჩატარებულ 12 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

* ჰალანდს ამ სეზონში თითო გოლი გასატანად ბურთთან საშუალოდ 13 შეხება სჭირდება. შედარებისთვის, ლევანდოვსკის 33 შეხება აქვს, მბაპეს – 54.

* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ბურთების შეფარდებით – 20:4.

* „სიტის“ ამ სეზონში წაგება არ აქვს – ცხრა მოგება და ორი ფრე.

* „სევილიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულენ ლოპეტეგი დაითხოვა.

 

მანჩესტერ სიტი-კოპენჰაგენი            5:0

გოლები: 1:0 ჰალანდი (7), 2:0 ჰალანდი (32), 3:0 ხოჭოლავა (39-საკ. კარში), 4:0 მაჰრეზი (55-პენ), 5:0 ალვარესი (76)

 

სევილია-დორტმუნდი            1:4

გოლები: 0:1 რაფაელ გერეირო (6), 0:2 ბელინგემი (41), 0:3 ადეიემი (43), 1:3 ენ-ნესირი (51), 1:4 ბრანდტი (75)

 

1. მანჩესტერ სიტი 3 3 0 0 11-1 9
2. დორტმუნდი 3 2 0 1 8-3 6
3. სევილია 3 0 1 2 1-8 1
4. კოპენჰაგენი 3 0 1 2 0-8 1