ჰალანდი, Marca-ს ვერსიით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, კვარაცხელია მეათეა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ წარმოადგინა 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი. საუკეთესოდ აღიარეს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. TOP 3-ში მოხვდნენ ლიონელ მესი და ვინისიუსი.
Marca-ს ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელთა TOP 10 ასე გამოიყურება:
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
- ლიონელ მესი (პსჟ)
- ვინისიუსი (რეალი)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- როდრი (მანჩესტერ სიტი)
- ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
- ვიქტორ ოსიმჰენი (ნაპოლი)
- ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
რეიტინგს ადგენენ ჟურნალისტთა, ყოფილ ფეხბურთელთა, მწვრთნელთა და Marca-ს ვებგვერდის მომხმარებელთა აზრის საფუძველზე.
გამოკითხვის წინა გამარჯვებული ქარიმ ბენზემა გახდა.