ჰალანდი, Marca-ს ვერსიით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, კვარაცხელია მეათეა #1TVSPORT
ჰალანდი, Marca-ს ვერსიით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, კვარაცხელია მეათეა #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ წარმოადგინა 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა რეიტინგი. საუკეთესოდ აღიარეს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. TOP 3-ში მოხვდნენ ლიონელ მესი და ვინისიუსი.

Marca-ს ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელთა TOP 10 ასე გამოიყურება:

  1. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი)
  2. ლიონელ მესი (პსჟ)
  3. ვინისიუსი (რეალი)
  4. კილიან მბაპე (პსჟ)
  5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  6. როდრი (მანჩესტერ სიტი)
  7. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
  8. ვიქტორ ოსიმჰენი (ნაპოლი)
  9. ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
  10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

რეიტინგს ადგენენ ჟურნალისტთა, ყოფილ ფეხბურთელთა, მწვრთნელთა და Marca-ს ვებგვერდის მომხმარებელთა აზრის საფუძველზე.

გამოკითხვის წინა გამარჯვებული ქარიმ ბენზემა გახდა.