ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს
ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს

ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს. ამის შესახებ ARD-ი იუწყება.

გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, კიბერდამნაშავეებმა ბუნდესტაგის თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლის საკრედიტო ბარათები, წერილები, პასპორტები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ასევე სხვადასხვა შიდაპარტიული დოკუმენტების ასლები ინტერნეტის საშუალებით გაასაჯაროვეს.

გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, ჰაკერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალური“ კავშირების, ასევე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლების პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს. კიბერდამნაშავეების თავდასხმას გადაურჩნენ პოლიტიკოსები პარტიიდან „ალტერნატივა გერმანისთვის“.

ARD-ის ცნობით, კიბერდამნაშავეებისთვის ჯერ კიდევ არ მიუგნიათ. ასევე უცნობია, პოლიტიკოსებზე კიდევთავდასხმის მოტივი. გამომძიებლები ცდილობენ დადგინონ, კონკრეტულად საიდან მოიპარეს ჰაკერებმა პოლიტიკოსების პირადი მონაცემები.

გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, პოლიტიკოსების პირადი მონაცემები დეკემბრის ბოლოს, მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით „წინასაახალწლო სიურპრიზის“ სახელით გავრცელდა. თუმცა სოციალური ქსელით გავრცელებული მასალა მხოლოდ 3 იანვარს, ღამის საათებში შეამჩნიეს.