ჰაკან ფიდანმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე ღაზაში შექმნილი ვითარება განიხილეს
ჰაკან ფიდანმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე ღაზაში შექმნილი ვითარება განიხილეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე ღაზაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

როგორც „ანადოლუ“ წერს, სატელეფონო საუბრის დროს ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, შეასრულოს თავისი ვალდებულებები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესში.

ამასთან, ფიდანმა ისაუბრა ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დიპლომატიის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან აშშ-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ ისაუბრა. ლიდერებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისადმი თავიანთი მუდმივი მხარდაჭერა და შეთანხმდნენ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დიპლომატიის გაგრძელების აუცილებლობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.